ვიდეო
ჰუმანურობა თუ სიმკაცრე - როგორ ვზრდით ბავშვებს (ვიდეო)
FaceBook
"შვილი მტრად გაზარდე მოყვარედ გამოგადგებაო," -ძველი ქართული ანდაზის თანახმად, წინაპრები ბავშვის მკაცრად აღზრდას საჭიროდ მიიჩნევდნენ.
სხვა რეალობას გვთავაზობენ თანამედროვე სამყაროში, სადაც არასრულწლოვნის დასჯა მისი უფლებების შელახვად ითვლება.

როგორ ესმით ბავშვთა უფლებები ქუთაისში - მშობლების ნაწილი აღზრდის ჰუმანურ, დანარჩენი კი კვლავ"მტრად გაზრდის" მეთოდებს ემხრობა.

"თუ დააშავებს უნდა დაისაჯოს კიდეც," - ამბობს 35-დან 15 მშობელი, რომელიც "ქუთაისიპოსტმა" გამოკითხა. დანარჩენი 20 ამბობს, რომ მცირეწლოვნის დასჯა მიზანშეწონილი არაა.

საზოგადოების აზრი ორად იყოფა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა იგულისხმება ბავშვის უფლებების ხელყოფად.

"უფლებების დარღვევად აღიქმება აუცილებლად ფიზიკური ძალადობა, ყურის აწევა, ცემა. არ ექცევა ყურადღება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორიცაა მცირეწლოვნის კუთხეში დაყენება, ან რაიმეს ბრძანება მშობლის მხრიდან. მაგალითად, ის რომ ბავშვი ვალდებული მაშინ იმეცადინოს, როდესაც ეტყვიან," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თამარ კვარაცხელია.

"აუცილებელია ბავშვი უპირობოდ ემორჩილებოდეს მშობლებს, მათ უკეთესად იციან, რა და როდის სჭირდებათ შვილებს," - აცხადებს მშობელი, ლელა ქებაძე.



გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დასაშვებია.

რესპონდენტთა 60 % მიიჩნევს, რომ ოჯახში მკაცრად აღზრდა უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება.
გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალისტები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ ძალადობად ითვლება, როგორც ბავშვის ფიზიკური დასჯა, ასევე მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მათივე ინფორმაციით, მშობლებმა უპირატესობა ბავშვის აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს უნდა მიანიჭონ, რადგან ნებისმიერი სახის ძალადობა მძიმე ზეგავლენას ახდენს მის განვითარებაზე და ეს მცირეწლოვანის ჯანმრთელობას საფრთხე უქმნის.

"ძალადობა წარმოშობს ძალადობას. როცა ბავშვი მსხვერპლია, ის შემდგომში თავად ხდება მოძალადე სხვის მიმართ," - განმარტავენ გაეროს ბავშვთა ფონდში.
ფონდის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის თქმით, არასრულწლოვნების უფლებების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოება გულგრილად რეაგირებს.

"უმრავლესობა, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალი პედაგოგების, ექიმების და სოციალური მუშაკების ჩათვლით, თვლის, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ მათი პირადია და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ, რაც არასწორია. საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ბავშვების დაცვის მიზნით," – ამბობს მაია ქურციკიძე.



არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოში რეფერირების ეროვნული მექანიზმი 2015 წელს ამუშავდა.

ამის მიხედვით, ბავშვებთან მომუშავე პირებს (მასწავლებლები, სამართალდამცავები, ექიმები) ავალდებულებს მოახდინონ მცირეწლოვნების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის იდენტიფიცირება და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რეაგირებისათვის შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნონ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 18 წლამდე ყველა მოქალაქე ბავშვად ითვლება.

1989 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია მიიღო. დოკუმენტი 54 მუხლისაგან შედგება. კონვენციის 42 მუხლი ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს ეხება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.