ვიდეო
26 მაისი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

დღესასწაულისთვის მზადება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან დაიწყო.

დღის განმავლობაში აღმაშენებლის მოედანზე ფოლკლორული ფესტივალი, სამხედრო ტექნიკის გამოფენა და ჯარისკაცების მიერ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო აღნიშვნა საღამოს გალა–კონცერტით დასრულდა, სადაც ჯგუფი "მგზავრები" და "ნიკოლშოუ" მონაწილეობდნენ.

კონცერტს საკალათბურთო კლუბი "ქუთაისის" წევრების შეუერთდნენ, რომლებიც თბილისის "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ, სუპერლიგის ჩემპიონეგახდნენ.




ავტორი: რეზი ბურჯანაძე
Print