ვიდეო
პირველი „მედევაკი“ ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთასის დავით აღმაშენებლის მოედანზე სამედიცინო "მედევაკი" გამოჩნდა.

სამხედრო-საევაკუაციო მანქანის დანიშნულება საბრძოლო ოპერაციებისას დაჭრილი ჯარისკაცების გადაყვანაა.

„მედევაკი“ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" 2016 წელს შექმნეს.

გარდა ამისა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვა ქართული და უცხოური სამხედრო ტექნიკაც გამოიტანეს.

„აქ წარმოდგენილია მძიმე საბრძოლო ტექნიკა "დიდგორი 1", "დიგორი 2", "დიდგორი 3" და "ლაზიკა", რომელთაგან უმრავლესობა ახალია და საქართველოშია დამზადებული. ზოგიერთი კი ჩეხური წარმოებისაა,“ - ამბობს მესამე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი, როლანდ კიკნაველიძე.

ქუთაისის ცენტრში სამხედრო ტექნიკის გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ უბანში ფოლკლორული ფესტივალი და ჯარისკაცების მიერ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.


Print