ვიდეო
სტანისლავ ბონდარენკო ქუთაისელი გოგოების დახვედრამ შეაშინა
FaceBook
მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსი გოგოები უფრო მორცხვები არიან, ქართველები კი ძალიან ემოციურები.

სტანისლავ ბონდარენკოს დარბაზში შესვლაც არ აცალეს, გოგოები წივილ-კივილით შემოესივნენ და ზოგი სელფის გადაღებას, ზოგი კი ჩახუტებას ცდილობდა. აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინელ მსახიობთან შეხვედრა დღეს გაიმართა. ასეთი ხალხმრავლობა აკადემიურ დაწესებულებას არ ახსოვს.

უამინდობასა და შეხვედრის საათნახევრით დაგვიანების დამსწრეთა რაოდენობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია. ფანები ბონდარენკოს მაისურზე ექაჩებოდნენ და ფოტოებზე მისი ავტოგრაფის მოპოვებას ცდილობდნენ.

მსახიობმა ახალგაზრდებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა, თუმცა ამაოდ. სტანისლავ ბონდარენკო შეხვედრის დატოვებით რამდენჯერმე დაიმუქრა, თუ კი ფანები არ დამშვიდდებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ხმაურში კი რაიმეს გაგება ჭირდა.



დარბაზში დასმულ კითხვაზე, რა განსხვავებაა რუს და ქართველ გოგოებს შორის, მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსები უფრო მორცხვები არიან, ქართველები კი ძალიან ემოციურები.

"საქართველო უფრო მშვიდი წარმომედგინა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა"- თქვა ბონდარენკომ.
კითხვაზე თუ რატომ იმყოფება საქართველოში და მონაწილეობს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები", განმარტა, რომ თავისუფალი დროის გამო დათანხმდა.

"საქართველოში მომწონს სისუფთავე, წესრიგი და სიმწვანე"- აღნიშნა სტანისლავ ბონდარენკომ.
აღმოჩნდა, რომ სტანისლავის საყვარელი წიგნი პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი" ყოფილა. ხოლო საყვარელი ცეკვა - ლეზგინკა.

დარბაზის მღელვარების გამო, საჭირო გახდა ფანების მოტყუება, თითქოს მსახიობმა შენობა დატოვა, თუმცა, ახალგაზრდები მაინც არ დაიშალნენ. ოთახიდან გამოსული ბონდარენკო კი ხალხის რაოდენობამ შეაშინა. მან კაპიუშონი დაიხურა და შენობა დაცვის პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად დატოვა.



სტანისლავ ბონდარენკოს ვიზიტი ქუთაისში ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფარგლებში განხორციელდა. მსგავსი შეხვედრები მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა.

"ერთი პოსტი ფეისბუქზე საკმარისი აღმოჩნდა რომ არნახული რაოდენობის ხალხი მოსულიყო. კარგი ამინდი, რომ ყოფილიყო შეხვედრის სტადიონზე გადატანა ურიგო არ იქნებოდა" -თქვა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ახალგაზრდების დახვედრით უკმაყოფილო დარჩა. მათი თქმით, მეტი სიმშვიდე და თავშეკავების გამოჩენა იყო საჭირო.

შეხვედრა საერთო სელფის გადაღებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების უმრავლესობას ავტოგრაფებისა და სელფების გარეშე დარჩა, ისინი საყვარელ მსახიობთან შეხვედრით მაინც კმაყოფილები არიან.

ამავე თემაზე:

როგორ შეხვდნენ ქუთაისელი გოგოები სტანისლავ ბონდარენკოს (ვიდეო)

ლანა კოკაია
ბაია მიქაბერიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.