ვიდეო
ქუთაისში კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)
ქუთაისიპოსტის მიერ სადისკუსიო შეხვედრები ეწყობა თვეში ერთხელ, თვის აქტუალურ თემაზე, თემასთან დაკავშირებული მხარეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩარულობით, ხოლო დისკუსიის ვიდეომასალა ქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

სადისკუსიო შეხვედრის მორიგი თემაა ქუთაისში, კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის  მქონე ობიექტის, ოქროს ჩარდახის მიმდებარედ "არგოს" მშენებლობამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

დისკუსიაში  მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მშენებლობის გაუქმებას ითხოვენ, ასევე დავით ნაზარიშვილის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, როლანდ ისაკაძე.

შეხვედარაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მშენებელი კომპანიის შპს "ანასტასიას" წარმომადგენლები, თუმცა მათ უარი განაცხადეს დისკუსიაში მონაწილეობაზე. 

ვის და რატომ არ სურს "არგოს" მშენებლობა? - ნახეთ ვიდეო:




ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში
Print