ვიდეო
„ხალხი შიმშილით ვიხოცებით“ - ჭიათურელების შეფასებები ქალაქის მდგომარეობაზე (ვიდეო)
FaceBook

სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.



ადგილობრივების თქმით, ქალაქში ცხოვრების პირობები რთულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა. მათი შეფასებით, მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება სამუშაო ადგილების სიმცირე და გაზრდილი ფასები.

გამოკითხულთა თქმით, სწორედ დასაქმების პრობლემა აიძულებს ბევრ ადამიანს, ქვეყანა დატოვოს და სამუშაო საზღვარგარეთ ეძებოს.


„მუშაობა ყველას უნდა და ამიტომ გარბიან“, — აღნიშნავს ერთ-ერთი რესპონდენტი.


მოქალაქეები ასევე აცხადებენ, რომ პროდუქტებისა და მომსახურების ღირებულება მუდმივად იზრდება, რაც ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.


გამოკითხულები მიგრაციას ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჭიათურას არ ეხება.


„მიგრაცია მარტო ჭიათურას კი არ ეხება, მთელს საქართველოს ეხება“, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მეტი ყურადღებაა საჭირო როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა
უბანსა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებს დაეთმობა.
17:07 / 13.07.2026

რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებს დაეთმობა.

„სად საქმდებიან ადგილობრივები?“ — ამ კითხვით „ქუთაისიპოსტმა“
ხარაგაულში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა.
11:31 / 08.07.2026
„სად საქმდებიან ადგილობრივები?“ — ამ კითხვით „ქუთაისიპოსტმა“ ხარაგაულში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.