ნაცნობი უცნობი ნაგებობა — წყალტუბოს ყოფილი რკინიგზის სადგური (ვიდეო)
13:43 / 14.06.2026
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლია, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარეობს და საქართველოს
რკინიგზის ბროწეულა–წყალტუბოს ხაზის ყოფილი სადგურია.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სადგური საბჭოთა პერიოდში აშენდა,
როდესაც წყალტუბო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე
პოპულარულ საკურორტო მიმართულებად ითვლებოდა.
მე-20 საუკუნის შუა წლებში წყალტუბოს ყოველწლიურად ასიათასობით
დამსვენებელი სტუმრობდა. სწორედ ამ მზარდი ტურისტული ნაკადის
მისაღებად შეიქმნა რკინიგზის სადგური, რომელიც არა მხოლოდ
სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებდა, არამედ კურორტის ერთგვარ სავიზიტო
ბარათსაც წარმოადგენდა. ქალაქში ჩასული სტუმრებისთვის სადგური პირველი
შთაბეჭდილების წყარო იყო.
ნაგებობა გამოირჩევა მონუმენტური არქიტექტურით, სიმეტრიული ფორმებითა
და კლასიკური ელემენტებით. ფართო ფასადი, მაღალი თაღები და
შადრევნიანი მოედანი იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ საზეიმო იერს
ქმნის. არქიტექტურული გადაწყვეტა მიზნად ისახავდა კურორტის
მნიშვნელობისა და სახელმწიფოს პრესტიჟის წარმოჩენას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წყალტუბოს საკურორტო ინფრასტრუქტურის
დიდი ნაწილი, ისევე როგორც რკინიგზის სადგური, ნაკლებად დატვირთული
გახდა. მიუხედავად ამისა, შენობამ შეინარჩუნა ისტორიული და კულტურული
მნიშვნელობა. დღეს ის ხშირად ხვდება ფოტოგრაფების, ტურისტებისა და
ურბანული მემკვიდრეობის მკვლევართა ყურადღების ცენტრში.
საბჭოთა წლებში წყალტუბოს სადგური სპეციალურად აშენდა კურორტზე
დამსვენებელთა დიდი ნაკადის მისაღებად და ზოგჯერ დღეში ათობით
სამგზავრო ვაგონს ემსახურებოდა.
დღეს კი შენობის შიდა სივრცე განადგურებული და
ნაგავსაყრელად არის ქცეული.
სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი
მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის
მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.
„შეიძლება ქალაქი ასჯერ უკეთესი იყოს, მაგრამ ასე რომ არ არის,
უპატრონობის ბრალია“, — ამბობს წყალტუბოს ერთ-ერთი მცხოვრები
„ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული
ვიდეოგამოკითხვისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები