ვიდეო
„ყოველი წვიმიანი დღის გვეშინია“ - ცხოვრება მეწყრულ ზონაში (ვიდეო)
FaceBook
"კიკვიძის #8 ნომერიში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეინიშნება მეწყრული პროცესი. რომელიც მცირედ მაგრამ მაინც მოძრაობს და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს...კიკვიძის #8-ში მდებარე სახლი იმყოფება სახიფათო მდგომარეობაში, რადგან მეწყრული პროცესი განვითარებულია სახლთან კრიტიკულ მანძლზე“ 

ეს არის ამონარიდი საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა, რომელიც ქუთაისში, გორას დასახლებაში გაკეთდა.

მსგავსი დასკვნები არაერთ სახლზე დაიწერა. ზოგადად გორა მეწყრულ ზონად ითვლება და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ეს თვალნათივ ჩანს ბევრ უბანზე, ასე მიაჩნიათ ადგილობრივებს და ამას ადასტურებს გეოლოგიური კვლევაც.

ბევრ ქუჩაზე, კონკრეტული სახლები გაამაგრეს, დამცავი კედლებიც გაკეთდა თუმცა ეროზიის, ჯდომის პროცესი არ წყდება და აჩენს ბზარებს და ვერ უზრუნველყოფს სრულ დაცულობას.

"ყოველი წვიმის გვეშინია, არ ვიცით რას გამოიწვევს. ვცხოვრობთ მუდმივი შიშის ქვეშ. ყველა მთავრობას მივმართავთ. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ბოლო წლებში განსაკუთრებით. მეწყერი ჯერ ათი მეტრით, მერე რვა და ბოლოს პირდაპირ ჭიშკართან მომადგა", - ამბობს გორას მცხოვრები გია ბერაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
13:43 / 14.06.2026
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი
მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის
მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.
12:26 / 13.06.2026

სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.