ვიდეო
გალიაში ჩასმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული - პერფორმანსი ქუთაისის მერიასთან
FaceBook
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

მათ ქუთაისის მერიასთან გალია მიიტანეს, სადაც ზებრას ფორმაში ჩაცმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული.

გალიას ასევე ჰქონდა წარწერა: "რაც გინდათ ის დაუძახეთ".

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ სამართალი აღადგინეს და ბიძინა ივანიშვილი "დააპატიმრეს".

"მე, როგორც თვითგამოცხადებულმა სამართალდამცავმა, აღვადგინე სამართალი და დავიჭირე პატიმარი",- განაცხადა აქტივისტმა პაპუნა გიორგაძემ.

გალიაში ჩასმული ბიძინა ივანიშვილის ფიტული სამართალდამცავებმა ადგილიდან გაიტანეს.



მეშვიდე დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ასევე ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

"ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
13:43 / 14.06.2026
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი
მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის
მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.
12:26 / 13.06.2026

სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.