ვიდეო
მასწავლებლების მარში ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში მასწავლებლების მარში გაიმართა.

სხვადასხვა სკოლის 30-მდე მასწავლებელი. ისინი ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის ცვლას, გაყალბებულ არჩევნებს და დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებს.

მასწავლებლების განცხადებით ევროკავშირზე უარის თქმა, საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს,
ქვეყანას იზოლაციაში ტოვებს და რუსეთის ორბიტაში აბრუნებს

„ჩვენ თუ დღეს არ ვიბრძოლეთ, ხვალ უფლება არ გვექნება გაკვეთილზე შევიდეთ და ბავშვებს რაიმე ვასწავლოთ და რაიმეს გაკეთება მოვთხოვოთ“, - ამბობს მასწავლებელი მარი ჩიტაიშვილი.




ქუთაისში პროტესტი არ წყდება. აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყოველდღიურად იკრიბებიან და "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებას და საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ. დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით. მოქალაქეები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ თავიანთ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდება სპეციალური დანიშნულების რაზმი დედაქალაქში. დემონსტრანტებს სცემენ დაკავების დროს და როგორც ისინი ჰყვებიან, დაკავების შემდეგაც. ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. აქციების დროს დაშავდა და მძიმე დაზიანება მიიღო ასობით დემონსტრანტმა და ათობით ჟურნალისტ-ოპერატორმა. ერთ-ერთმა სპეცრაზმმელმა პირდაპირ ეთერში სცემა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედეგადაც მან სახისა და ხერხემლის დაზიანებები მიიღო. გუშინ, 2 დეკემბრის აქციაზე სასტიკად ნაცემი 22 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

საქართველოში საპროტესტო ტალღა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მზარდი ხდება, 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
13:43 / 14.06.2026
წყალტუბოს რკინიგზის სადგური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სატრანსპორტო და არქიტექტურული ნაგებობაა.
სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი
მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის
მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.
12:26 / 13.06.2026

სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, დასაქმების ნაკლებობა და მზარდი მიგრაცია — ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ჭიათურის მცხოვრებლები „ქუთაისიპოსტის“ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ ვიდეოგამოკითხვაში საუბრობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.