ვიდეო
"დაიბრუნე ხმის უფლება" - სამოქალაქო აქტივისტების პერფორმანსი ქუთაისში
FaceBook
"ქუთაისმა აირჩია ევროპა", "გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები", "დაიბრუნე ხმის უფლება" - ამ შინაარსის წარწერები, სამოქალაქო აქტივისტებმა, ქუთაისში, სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე პროექტორით მიანათეს.


ამ გზით მათ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. 

მიშიკო მუმლაძემ და მიშა მესხმა საპროტესტო ლოზუნგები ქუთაისის მერიასაც მიანათეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქუთაისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, არჩევნები გაყალბდა. 

"მე და ჩემი მეგობრის გადაწყვეტილება იყო, მარტივად გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი და ქუთაისში, რამდენიმე ადგილზე, მიგვენათებინა პროექტორით ის ძირითადი ფრაზები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ისმის. არჩევნები რომ გააყალბეს და ხმის უფლება უნდა დავიბრუნოთ, ძირითადად ეს იყო, რისი თქმაც გვინდოდა. გვინდა, ბევრ ადამიანს გადაედოს ეს პროტესტი და ყველამ თავისებურად გამოხატოს ამ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ თავისი აზრი",- განმარტა მოძრაობა "თავისუფლების მოედანის" წევრმა მიშიკო მუმლაძემ.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები ყველა ადამიანს ინდივიდუალურად მოპარეს, ამიტომ გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამის შემდეგ, თითოეული ადამიანის აქტივობაშია, რადგან მიშა მესხის თქმით, ეს ქვეყანა ყველასია და მისი დაცვაც ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 

"ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნები გაყალბდა უხეში ჩარევით. ჩვენ ამ პერფორმანსით ვაჩვენეთ, რომ რეალურად, ეს არ გატარებულა. ვემზადებით გადამწყვეტი დღეებისთვის და ამ გადავადებულ ბრაზს, რომელიც მოსახლეობაშია, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას",- განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა მიშა მესხმა. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების მხილებას და წინააღმდეგობას სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან.



26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქუთაისში არჩევანი 81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%-ს შეადგენს. აქედან, 47,25% - 38 089 ხმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. 

არჩევნებიდან მესამე დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, მოქალაქეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება, საქართველოში რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს, რასაც ქართული საზოგადოება არ შეეგუება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ მედიის წარმომადგენლებზე.










Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მიმდინარე პროევროპულ აქციას მედიკოსები შეუერთდნენ.
20:46 / 10.12.2024
ქუთაისში მიმდინარე პროევროპულ აქციას მედიკოსები შეუერთდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.