"ქართველ ხალხს მოგვპარეს არჩევანი"- ქუთაისში არჩევნების შედეგები გააპროტესტეს
11:03 / 29.10.2024
"ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც იქნება უკომპრომისო, რადგან ამ
არჩევნებზე ჩვენ გაგვქურდეს",- განაცხადეს ქუთაისში, საპროტესტო
აქციის მონაწილეებმა.
ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ, ის ადამიანები
შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნები გაყალბდა.
სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართულმა
ოცნებამ" ხმები დაშინების, ტოტალური გაყალბებისა და ხალხის დამცირების
ხარჯზე მიიღო. სწორედ ამიტომ, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს
არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და მათი ნებაა,
გავხდეთ ევროკავშირის წვერი ქვეყანა.
"აქ ვარ იმიტომ რომ, ქართველ ხალხს მოგვპარეს არჩევანი. დღეს ცხადი
გახდა, რომ აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში არჩევნებს, რადგან რასაც უნდა,
როგორც უნდა, ისე დაწერს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და
კალანდარიშვილი",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვალერი
თევდორაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დადგინდეს, რატომ არის
ასეთი დიდი სხვაობა ეგზიპტოლისა და ცესკოს შედეგებს შორის, რადგან
მიაჩნიათ, რომ ხალხს, რომელმაც იცხოვრა საბჭოთა კავშირში და იცის, რა
არის რუსული მარწუხები, შეუძლებელია ისევ ეს ხელისუფლება აერჩია.
"დასადგენია ყველა ის პრეცედენტი, რომელიც ხელს უშლიდა თავისუფალი
ნების გამოხატვას. გამოსაძიებელია ყველა იმ ადამიანის, მათ შორის,
ცესკოს და მისი თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ასევე
ადმინისტრაციების და საჯარო მოხელეების, რომლებიც პირდაპირ იყვნენ
ჩართული არათანაზომიერად ამ პროცესში. ახლა, ჩვენ უნდა დავადგინოთ,
მართალი არის თუ არა ის ციფრი, რომელსაც წერს ცესკო და საქართველოს
54%-მა მართლა უთხრა თუ არა უარი ევროინტეგრაციას და მზად არის
მიუბრუნდეს რუსეთს",- განაცხადა ა/ო "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარემ
ნუგზარ კოხრეიძემ.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, ქუთაისის
პარლალურად, დიდი აქცია გაიმართა თბილისში. რუსთაველზე, პარლამენტის
წინ, ათობით ათასი მოქალაქე მივიდა. გაყალბებული არჩევნები
ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში
მმართველმა პარტიამ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო, "კოალიცია
ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" – 11,035%;
"ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ" – 10.167%; "ძლიერმა
საქართველომ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8,81% და
პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" - 7.768%.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დაშინებისა და
მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ
მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას
ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ
მედიის წარმომადგენლებზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები