ვიდეო
რა იციან ქუთაისში ელექტრონულ არჩევნებზე? (გამოკითხვა)
FaceBook
როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება - რა იციან ქუთაისში? - "ქუთაისიპოსტმა" მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.

ჩვენ მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოკითხული 40-მდე ადამიანიდან, უმრავლესობა ამბობს, რომ იცის, როგორ მისცეს ხმა ელექტრონულ არჩევნებში - კერძოდ ის, რომ ნაცვლად შემოხაზვისა, ახლა უკვე სასურველი საარჩევნო სუბიექტი უნდა გაფერადდეს. ზოგიერთის თქმით, არ იცის, თუ როგორ ხდება ელექტრონული წესით ხმის მიცემა, თუმცა, ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე მას წესებს გააცნობენ და დაეხმარებიან.




საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქართველი ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს.

მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით აირჩევენ. აქამდე საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით იმართებოდა - პარტიული სიებით და მაჟორიტარულ ოლქებში.

პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:03 / 29.10.2024
"ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც იქნება უკომპრომისო, რადგან ამ არჩევნებზე ჩვენ გაგვქურდეს",- განაცხადეს ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6
წლის შემდეგ  მიმდინარეობს.
15:00 / 24.10.2024
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6 წლის შემდეგ  მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.