ვიდეო
რა არის ქუთაისში მთავარი პრობლემა - მოსახლეობა VS პოლიტიკოსები
FaceBook
ქუთაისში პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აქტიურად ახორციელებენ.
პარტიების წარმომადგენლები უბან-უბან დადიან და მოსახლეობის მიმართ არაერთ დაპირებას გასცემენ.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა, რამდენად იცნობენ ისინი მოსახლეობის რეალურ პრობლემებს და ამავდროულად, თავად მოქალაქეები რას თვლიან ქუთაისში მთავარ პრობლემად.

ამ კითხვაზე ჩვენს მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 40 ადამიანიდან, 25 ადამიანზე მეტი ამბობს, რომ ქალაქში მთავარი პრობლემა მიგრაცია, უმუშევრობა და სიღარიბეა.

რამდენად თანხვედრაშია მათი პასუხები საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა პასუხებთან - ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ვიდეოში ნახავთ, რომელშიც ქუთაისში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტები თანაბრად არიან ჩართულნი (თითოეული პოლიტიკური გაერთიანებიდან კითხვაზე პასუხს სცემს ერთი წარმომადგენელი).

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ჩვენ “ქართული ოცნებასაც” ვთხოვეთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება. თუმცა პარტიაში პასუხის გაცემაზე უარი გვითხრეს.


26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები არის პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება - რა იციან ქუთაისში?
-
15:43 / 14.10.2024
როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება - რა იციან ქუთაისში? - "ქუთაისიპოსტმა" მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით
პირველად ტარდება.
12:36 / 14.10.2024
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით პირველად ტარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.