ასსაფეხურიანი კიბეები - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ქუთაისის სავიზიტო ბარათი
11:06 / 29.09.2024
ქუთაისს რომ განახლებული ასსაფეხურიანი კიბეები აქვს, ევროკავშირის
ფინანსების დამსახურებაა, თუმცა ესეც, ბევრ სხვა განხორციელებულ
პროექტთან ერთად, ადგილობრივებს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჰგონიათ.
კიბეების რესკონსტრუქციის დაპირებას ადგილობრივი თვითმმართველობა 2018
წლიდან გასცემდა. თუმცა, მერიამ პირობის შესრულება 2021 წელს შეძლო,
ისიც, მას შემდეგ, რაც პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.
თავდაპირველად, ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ
ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის
ნაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა, ეკონომიკის
სამინისტრო კი ტერიტორიის გადაცემაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ,
უწყებამ მიწის ნაკვეთი, 2019 წლის მარტში, კერძო პირზე გაასხვისა.
შემდეგ, მერიამ ვერც სამუშაოების მარტივად დაპროექტება მოახერხა.
ადგილობრივ თვითმმართველობას ამისთვის ტენდერის სამჯერ გამოცხადება და
საპროექტო ღირებულების გაზრდა დასჭირდა. მესამე მცდელობაზე მერიამ
ხელშეკრულება შპს "გეოანალიტიკასთან" გააფორმა, თუმცა ეს ტენდერიც,
მისივე ინიციატივით, მალევე ჩაიშალა. ამის შემდეგ მერიას პროექტის
განხორციელებაზე ზრუნვით თავი აღარ შეუწუხებია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოველ წელს ირწმუნებოდნენ, რომ კიბეების
რეკონსტრუქციისთვის საკმარისი თანხა, ერთი მილიონი ლარი ჰქონდათ
მობილიზებული, თუმცა, 2021 წლის ივნისში გაირკვა, რომ მერიამ,
ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი, დაფინანსების იმედით, ევროკავშირის
საგრანტო კონკურსზე გაიტანა.
საბოლოოდ, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის
ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
ამდენად, კიბეების რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯები, ადგილობრივი
ბიუჯეტის ნაცვლად, ევროკავშირმა, საგრანტო კონკურსის ფარგლებში,
გაიღო, რისთვისაც 741 098 ლარი დაიხარჯა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები