რუსული კანონის შედეგები - რისკის ქვეშ მდგომი სოციალური პროექტები
10:24 / 10.07.2024
რუსული კანონის მიღების შედეგად, იმერეთის რეგიონში ათობით პროექტების
განხორციელება რისკის ქვეშ დგება, რის გამოც, ასობით ბენეფიციარი,
შესაძლოა შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.
უფასო სამართლებრივი დახმარება შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ
ქალებს, ბავშვებს, რეპრესირებულთა ოჯახებს, დევნილებს, საწარმოო
ტრამვის შედეგად დაზარალებულებს - სწორად ამას ითვალისწინებს პროექტი,
რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის
ფილიალი ამჟამად ახორციელებს. საიაში განმარტავენ, რომ მათ მიერ ამ
ბენეფიციარებისთვის აღმოჩენილი დახმარების შედეგად ბევრი ადამიანის
ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა.
"მიჭირს კონკრეტული საქმის და ბენეფიციარის გამორჩევა, რომელსაც
ორგანიზაცია უფასოდ დახმარებია. მაგალითად, ვიცავდით და დღემდე გვაქვს
მსგავსი საქმეები, სადაც საწარმოო ტრამვის შედეგად დაზარლდენენ და
ჩვენი დახმარების შედეგად მათ შეძლეს ფულადი კომპენსაციის მიღება,
რამაც გააუმჯობესა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მინდა
აღვნიშნო, რომ ასეთი წარმატებული პროექტები და საქმეები, არა მხოლოდ
იმ კონკრეტული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ
საზოგადოებაში ჩნდება რწმენა, რომ მას იცავენ", - ამბობს საიას
ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი დარინე სალდაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სხვადასხვა
სოციალურ პროექტზე მუშაობს, 1 მილიონ 300 ათაზე მეტ ადამიანს უკვე
დაეხმარა.
თუმცა, იმის გამო რომ რუსული კანონი მათ აგენტებად გამოცხადებას
ითვალისწინებს, მომავალში ამ ადამიანების დახმარების შესაძლებლობა
რისკის ქვეშ დგება. დარინე სალდაძე აღნიშნავს, რომ რუსული კანონით
ზარალდებიან არ მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ მოქალაქეები, რომლებსაც
არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა მიიღო იურიდიული სერვისები.
შესაბამისად, რუსული კანონი დაუცველს ტოვებს ადამიანებს, რომლებიც
არიან ძალადობის მსხვერპლნი, დევნილები და სხვადასხვა საჭიროების
მქონენი.
კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს აგენტებად დარეგისტრებას 2024
წლის სექტემბრიდან ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში
გთვალისწინებულია ჯარიმა 25 000 ლარიის ოდენობით.
2024 წლის 6 ივლისს, საიას საერთო კრებაზე ერთხმად მიღებული
გადაწყვეტილებით, ცნობილია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ;
„ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის
საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის
უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების
დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით
რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ
ბრძოლას.
ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა
დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის
ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს,” - ნათქვამია საერთო კრების
გადაწყვეტილებაში.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა
ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი,
ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე,
საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები