ვიდეო
სოფო და მიშა - თავისუფლებისთვის მებძროლი წყვილი "ჩემოდანზე დამჯდარი" ქალაქიდან
FaceBook
8 წელია წიგნების თაობას ზრდიან. წიგნებით ასწავლიან თავისუფლებას და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასს.
თავადაც სულ ბრძოლაში არიან.

8 წლის წინაც, როდესაც ქუთაისი მასიურად იცლებოდა და მოსახლეობა თავის გადარჩენის მიზნით ემიგრაციაში მიდიოდა, მათ “ჩემოდანზე დამჯდარ ქალაქს”  ახალი სიცოცხლე შესძინეს - ახალი თაობისთვის შექმნეს თავისუფლების ადგილი - ლიტერატურული კლუბი “წიგნების თაობა”.

მას შემდეგ, ქუთაისელმა ახალგაზრდა წყვილმა - მიშამ და სოფომ, წიგნებით ხელში ბევრი ახალი თაობა გაზარდა.

წიგნების თაობა
პარალელურად, მშობლების თაობისგან წლიდან წლამდე იცლებოდა და განაგრძობს დაცლას ქალაქი. საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, ქუთაისმა, რომელიც თბილისის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე იყო, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც გამოწვეულია ქალაქიდან მოსახლეობის მასობრივი გადინებით. მათი ნაწილი ტოვებს ქვეყანას და თავშესაფარს ეძებს უცხოეთში. ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა დიდი ნაწილი სწორედ იმერეთიდან იმიგრირებული ადამიანები არიან.

„არ გაჩერდა ეს ნაკადი და შეიძლება, საერთოდაც, ერთ დღესაც ჩავჭიდოთ ჩემოდნებს ხელი და ჩვენს მშობლებთან ერთად აღმოვჩნდეთ საზღვრებს გარეთ. ვიცი, რომ ეს მათთვის ასმაგად მტკივნეულია“, - ამბობს სოფო საკანდელიძე, რომელიც თავადაც ემიგრანტის შვილია.

სოფოს დედა 15 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში წელს პირველად ჩამოდის ოქტომბრის არჩევნებისთვის (მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია). ემიგრანტი დედა თვლის, რომ ქვეყნას ახლა გადარჩენა სჭირდება.

ამასვე ამბობენ წიგნების თაობელები, რომლებიც „ჩემოდანზე დამჯდარ ქალაქში“ ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. რუსული კანონის მიღების გამო, მიშას და სოფოს თავის მოსწავლეებთან ერთად იმ ღირებულელების დაცვა უწევთ, რომელზედაც გაკვეთილების დროს ძალიან ბევრი უსაუბრიათ.

“ვამბობთ, რომ ეს არის ამ წუთას ჩვენი მთავარი სამსახური - ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენ მოგიწევდა ჩვენს მოსწავეებთან ერთად,” - ამბობს მიშა მუმლაძე.


საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, რუსული კანონის მიღების გამო, ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა შეჩერების/გაუქმების საფრთხის წინაშეა, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს მოსახლეობის სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასვლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ევროპიდან ფულად
გზავნილებსაც შეექმნას პრობლემა - შიშობს ქუთაისში მცხოვრები თამარ
კიტოვანი, რომლის ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია.
17:00 / 16.07.2024
რუსული კანონის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ევროპიდან ფულად გზავნილებსაც შეექმნას პრობლემა - შიშობს ქუთაისში მცხოვრები თამარ კიტოვანი, რომლის ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია.
ქვეყანა რეალურად კარგავს შანსს, იყოს ცივილიზაციის ნაწილი - ამბობს
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი, რომელიც თანამებრძოლებთან
ერთად, რუსული კანონის წინააღმდეგ ქუთაისში გამართული აქციების
ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
12:20 / 15.07.2024
ქვეყანა რეალურად კარგავს შანსს, იყოს ცივილიზაციის ნაწილი - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად, რუსული კანონის წინააღმდეგ ქუთაისში გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.