ვიდეო
"ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ დაჯარიმება უნდა?!" - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
დღეიდან პირბადის გამოუყენებლობისთვის  ფიზიკური პირი 20 ლარით,  ხოლო  იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
ქუთაისში, ამ რეგულაციას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.  ნაწილი მოქალაქეების ამბობს, რომ  20 ლარიანი  ჯარიმაც  მოსახლეობას უფრო მეტად გააღარიბებს, ნაწილი თვლის,
რომ ამ მიმართულებით კანონის  გამკაცრება მნიშვნელოვანია. 

"ისედაც გაღარიბებულ  ხალხს კიდევ ჯარიმა გვინდა", -  ნახეთ  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული ვიდეოგამოკითხვა:



პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ასევე ჯარიმდებიან   ტაქსის მძღოლებიც. 

''თუ ფიზიკური პირი პირბადის გარეშე შევა დახურულ საჯარო სივრცეში, ან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ტაქსით იმგზავრებს პირბადის გარეშე, გათვალისწინებულია 20 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს, მათ უნდა გააკონტროლონ, რომ პირი დახურულ საჯარო სივრცეში არ შევიდეს პირბადის გარეშე", - განაცხადა კანონმდებლობის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა განსაზღვროს კონკრეტული დაშვება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე, უნდა განისაზღვროს როგორ შეიძლება განიმარტოს კანონი აბიტურინტების შემთხვევაში.
პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი 12 ივნისს დაამტკიცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
09:16 / 26.07.2024
"ქუთაისიპოსტი", საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო, მოქალაქეებს თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.
ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის
მიზნით, სამოქალაქო აქტივიზმში 10 წლის წინ ჩაერთო.
11:21 / 25.07.2024
ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის მიზნით, სამოქალაქო აქტივიზმში 10 წლის წინ ჩაერთო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.