ვიდეო
რას ფიქრობენ ქუთაისში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
საპატრიარქოსთვის, ტყის მასივის გადაცემის შესახებ,  კანონში შეტანილ ცვლილებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ქუთაისში.
რას ფიქრობენ მოქალაქეები ეკლესია-მონასტრებისთვის მინიჭებულ უფლებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ  სალოცავების მიმდებარედ არსებული 20 ჰექტარი ტყის ყიდვა და დაკანონება შეუძლიათ, ნახეთ ვიდეო:




პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ გადასაცემი ტყის ფართობი შესაძლოა იყოს 20 ჰექტარი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არც თუ ისე ღარიბ საპატრიარქოს, კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებას აძლევს.


ქუთაის გაენათის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იონე ამბობს, რომ ეკლესიებისთვის ტყის მასივების გადაცემით მათი ქონება არ გაიზრდება, არამედ მოიმატებს პასუხისმგებლობა და ტყე უფრო დაცული იქნება.

"დღესაც არის ხალხის მეხსიერებაში დარჩენილი, რომ ეკლესიის გარშემო ტერიტორია იწოდებოდა ხატის ტყედ და იყო ხელშეუხებელი, ამიტომ დღემდე შემორჩენილია, არ გაუჩეხიათ. ასე, რომ ეს ტყის მასივები თუ იქნება გადმოცემული, ეს გაზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და არა სიმდიდრეს. თუ უნდა იყიდოს, ესეიგი ფული უნდა გასცეს, კი არ გამდიდრდეს, არამედ, გაღარიბდეს. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ არ გაიჩეხოს ტყე, დაცული იყოს გარემო", - განაცხადა მეუფემ.

განსახვევებული მოსაზრებები აქვთ თელოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა ერთი შეხედვით არის კორუფციულ-პოლიტიკური აქტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.