ვიდეო
13 სულიანი ოჯახი წყალტუბოში, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს (ვიდეო)
FaceBook

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში  ერთ პატარა ქოხში ორი ოჯახი ცხოვრობს.


ინგა თათეიშვილს სახლი 2004 წელს დაეწვა და მას შემდეგ ოჯახთან ერთად დეიდაშვილთან, ნათია ნუცუბიძესთან გადავიდა. 13 სულიან ოჯახს სულ ორი ოთახი აქვს.

ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თათეიშვილებს და ნუცუბიძეებს ახალი წლის მოსვლა ნაკლებად ახარებთ. ამბობენ, რომ საზეიმო არაფერი აქვთ. საახალწლო მორთულობებისა და ტკბილეულის შესაძენად  ფული არ ჰყოფნით. 

მათ ერთადერთ შემოსავალს ინგა თათეიშვილის მშობლების პენსია შეადგენს. ოჯახის წევრების თქმით, არის დღეები, როცა არასაკმარისი თანხის გამო საკვების გარეშე და მეზობლების დახმარების იმედად რჩებიან.

ოჯახს სოციალური დახმარება ერთი წლის წინ მოუხსნეს. ამბობენ, რომ მიზეზი მათთვისაც უცნობია. თათეიშვილებმა მერიას მიმართეს და პასუხს ოთხ იანვარს ელოდებიან.

,,3 ათასამდე გვქონდა ქულა და 5 ათასზე ასულა. არც საქონელი გვყავს, არც ქათამი და არც არაფერი, რა ნახეს ისეთი ჩვენს სახლში, რომ ასე გაჭირვებულ ხალხს დახმარებას არ გვაძლევენ. ახლა იმის უნდა მეშინოდეს, 4 იანვრისთვის რა პასუხი მოვა. ადრე სახლში ჭერი დაზიანებული იყო და ისე წვიმდა, როგორც გარეთ. ერთი წლის წინ წყალტუბოს მერიამ ჭერი და ფანჯრები გაგვიკეთა. ვერ ვიტყვი, რომ დახმარება ამის გამო მოგვიხსნეს, მაგრამ სოციალური დახმარება ამ ამბის შემდეგ მოგვეხსნა. დეიდას სახელზე იყო სახლი და დახმარებასაც მის სახელზე ვიღებდით, დეიდა რომ გარდაიცვალა, დახმარებაც მოგვიხსნეს. გვინდოდა ოჯახები ცალკე ჩავწერილიყავით, რომ დახმარება აგვეღო, მაგრამ არ მოხერხდა. ძალიან გვიჭირს, არის დღეები, როცა ოჯახში საკვები არ გვაქვს, სამსახურიც არ გვაქვს რომ ვიმუშაოთ,''- ამბობს ინგა თათეიშვილი. 

ინგას 4 შვილი, ხოლო  მის დეიდაშვილს  ხუთი ბავშვი ჰყავს.  ცხრა მცირეწლოვნის გამოკვება ოჯახს ძალიან უჭირს. უფროსი გოგონა 17 წლისაა. მისი ოცნება სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებაა, მაგრამ უსახსრობის გამო არ იცის ამას როგორ მოახერხებს.

წყალტუბოს სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახების ქულების დათვლასთან კავშირში არ არიან. როგორც უწყებაში განმარტავენ, სოციალური აგენტები ოჯახების აღწერის შედეგად დეკლარაციებს ადგენენ და ამ დეკლარაციის მიხედვით ქულას კომპიუტერული პროგრამა წერს. რაც შეეხება ოჯახის განცხადების პასუხს, სოციალური მომსახურების სააგენტოშო ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურია და ვერ გასცემენ.

წყალტუბოს მერიაში ამბობენ, რომ მერიის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი ხელმოკლე ოჯახებისთვის საახალწლო ნობათის დარიგებააა. მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე თათეიშვილების და ნუცუბიძეების ოჯახსაც მოინახულებენ და საახალწლო ნობათსაც გადასცემენ.

ახალი წლიდან კი მათი ცხოვრება კვლავ სხვისი დამხარების იმედად გაგრძელდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
52
წლის ნინო მხეცაძე ქუთაისში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შვილთან
და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
11:15 / 06.02.2020

52 წლის ნინო მხეცაძე ქუთაისში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ქუთაისის ძველ უბანში, „ებრაელთა
უბანს“ რომ ეძახიან, ებრაელებთან და სომხებთან, ერთად პოლონელებიც
ცხოვრობდნენ
10:25 / 03.02.2020

ქუთაისის ძველ უბანში, „ებრაელთა უბანს“ რომ ეძახიან, ებრაელებთან და სომხებთან, ერთად პოლონელებიც ცხოვრობდნენ

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.