ვიდეო
ცხოვრება ბეღელში - ოთხშვილიანი ოჯახი ჭიათურიდან (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ერთი მაგიდა, ორი სკამი, ჭუჭრუტანებიანი ოთახი, ჭერი, საიდანაც წყალი ჩამოდის - ასე გამოიყურება მეფარიძეების მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი  საცხოვრებელი ოთახი, რომელიც ადრე ბეღელი იყო.

ბეღელი, როგორც საცხოვრებელი


გიორგი მეფარიძე  ჭიათურის სოფელ ხრეითში  მეუღლესთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.  

მეფარიძეებს საცხოვრებლი სახლი 20 წლის წინ დაეწვათ, მაშინ როცა სახლში არავინ იყო. ამბობს, რომ მაშინ არავინ დახმარებია, რომ ნორმალური თავშესაფრი ჰქონოდა.  

მას შემდეგ უკვე 20 წელია ბეღელში ცხოვრობენ. 

"ეს იყო საკუჭნაო, მივჭედე- მოვჭედე და რაღაცნაირად მოვთავსდით. ადრე შვიდი სული ვიყავით, მაგრამ დედა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. როგორ აგიხსნათ ან რა უნდა გითხარათ, ყველაფერს ხომ ისედაც ხედავთ", - ამბობს  გიორგი მეფარიძე. 



ოჯახის ერთადერთი შემოსავალი თვეში 500 ლარიანი ფულადი შემწეობაა. ეს თანხა  სესხზე,  ბავშვის წამალზე, ოჯახის გამოკვებასა  და სხვა საჭიროებაზე უნდა გაანაწილოს. ოჯახის უფროსი ხანდახან დღიურ სამუშაოზეც გადის, რომლის სანაცლოდ,  შეიძლება, 30 ლარი გადაუხადონ  ან ერთი წყველა ყველი მისცენ. 

ოთხი შვილის  მამა ამბობს, რომ  შვილების გამოსაკვებად დღეში  6 ცალი პური არ ყოფნით, რადგან მათი ძირითადი საკვები მხოლოდ ეს არის, უკეთეს შემთხვევაში კი, ლობიო და კარტოფილია, ისიც გამოზოგილად. ერთადერთი საქონელი რამდენიმე თვის წინ გაყიდა,  რათა დედა დაესაფლავებინა. 

ოჯახის პატარა წევრებიდან  სამი სკოლაში,  ერთი კი საბავშვო ბაღში დადის. გიორგი გვიყვება, რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს. ამბობს, რომ  მათთვის სხვანაირი მომავალი და პირობები წარმოედგინა.  მშობლებს რომ შვილები, როგორც თვითონ ამბობენ,  "უყურადღებოდ" არ დარჩენოდათ,  განვადებით  ტელევიზორი გამოუტანეს, სამაგიეროდ, ბანკმა უარი უთხრა  საქონლის შესაძენად საჭირო თანხის მიცემაზე.



ოჯახში ძირითადი საკვები მხოლოდ პურია

მეფარიძეების ოჯახის ასეთ მძიმე ყოფას ისიც ემატება, რომ მათი საცხოვრებლი არ არის დაცული, რის გამო ოჯახს მგლების შიშიც აქვს. 


"ჩემი სახლის იქით მოსახლე არ არის, რომ გაგიჭირდეს კაცი არა არის  ვინმე მშველელი, ამ ადგილს მგლებიც არიან შემოჩვეულები. შიშით სახლიდან ვერ გავსულვარ, ბავშვებს არ დაემართოს რამე", - გვიყვება გიორგი მეფარიძე. 


მეფარიძეების სახლს ეს ღობე იცავს

გიორგი მეფარიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი დედის გარდაცვალების  დროს 300 ლარით დაეხმარა,  ხანდახან დღესასწაულებზე პროდუქტებითაც ეხმარებიან. 

"სხვა მეტი არაფერი, მინდა ნორმალური საცხოვრებელი,  ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ  ბავშვებით ამ  ბეღელში. მპირდებიან და მეტი არაფერი", - ამბობს ოჯახის უფროსი.

ჭიაქთურის მუნიციპალიტეტში ოჯახის შესახებ ქუთაისიპოსტიდან გაიგეს და განმარტავენ, რომ ოჯახისთვის დახმარებას წლის ბოლომდე შეეცდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტი აგრძლებს რუბრიკას
10:20 / 03.06.2020
ქუთაისიპოსტი აგრძლებს რუბრიკას " ბლიც Post"-ს.
საჩხერის სოფელ
არგვეთაში ადგილობრივებს  წყლის მიწოდების პრობლემა
აქვთ.
11:40 / 02.06.2020
საჩხერის სოფელ არგვეთაში ადგილობრივებს  წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.