ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ყოფილი შენობა რვა წელია მიტოვებულია.
ქუთაისის მერია, მიტოვებული შენობის ამორტიზებულ ფასადს, წლების განმავლობაში პიარისთვის იყენებს. შენობამ ქალაქის ცენტრის იერსახე რომ არ დაამახინჯოს, მასზე, ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამსახველ ბანერებს აკრავენ.
ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, არ შეცვლილა თემურ ჭყონიას გეგმა, თუმცა, ახლა ბიზნესმენი ამას, სავარაუდოდ, სახელმწიფოს დახმარებით გააკეთებს.
საპარტნიორო ფონდში ადასტურებენ, რომ მუზეუმის ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობის გეგმა განიხილება, თუმცა, არც ბრენდს და არც ობიექტის მშენებლობით დაინტერესებული პირის ვინაობას არ ასახელებენ.
რუბრიკა „ქუთაისი დღეს“ ქუთაისის სხვადასხვა უბანსა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან ლოკაციებს დაეთმობა.




მასალის გამოყენების პირობები