ვიდეო
მანსარდები ფუნქციის გარეშე - რვა წლიანი მოუგვარებელი პრობლემა ქალაქის ცენტრში (ვიდეო)
FaceBook

8 წელია ქუთაისის მერიამ,  ქალაქის ცენტრში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლებზე დაშენებული მანსარდების პრობლემა ვერ მოაგვარა.


მანსარდებს, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი არ აქვს, ვერც ადგილობრივები იყენებენ და ვერც მერიამ მოახერხა მათი გაყიდვა.

აუქციონზე გატანილი არც ერთი მანსარდი არ გაიყიდა, რადგან იქ  მოხვედრა მხოლოდ სხვისი სახლიდან შეიძლება. ზოგიერთ მათგანს კი შესასვლელი საერთოდ არ აქვს.

ამის მიუხედვად, მერიაში ამბობენ, რომ მანსარდებს კვლავ გაიტანენ აუქციონზე. სხვა გეგმა ადგილობრივ თვითმმართველობაში არ აქვთ.


თამარ მეფის #4-ში ტურბელიძეების ოჯახი 7 წელი ითხოვდა მანსარდის შეკეთებას. აქსანა ტურაბელიძე ამბობს, რომ ჭერი შეაკეთეს და წყალი აღარ ჩამოდის, თუმცა,  მერია მანსარდს ვერც ყიდის და არც კერძო პირისთვის მის დარეგისტრირებაზეა თანახმა.

ქუთაისის ცენტრში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე მანსარდები 2012 წელს, ქალაქის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში დადგეს.



ამავე თემაზე:


დაგვიანებული რეაბილიტაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მანსარდი
მსგავსი სიახლეები
12:09 / 17.03.2024
"ქუთაისისპოსტი"რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".
კონკურსი
17:44 / 25.11.2023
კონკურსი "დახატე თავისუფლება" ქუთაისიპოსტმა მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის განახორციელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.