ახალი ამბები
ზესტაფონის მერმა პირველ სამუშაო დღეს რკინის ჯებირები მოხსნა (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონის ახალარჩეული მერი, გიორგი გოგლიჩიძე უფლებამოსილების განხორციელებას 10 ივნისს შეუდგა.

გოგლიჩიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, არაადაპტირებული გარემოს გამო,  შენობის მეორე სართულზე თანაგუნდელებმა აიყვანეს. მისი სამუშაო კაბინეტი სწორედ მეორე სართულზეა განთავსებული.

თანამშრომლების წინაშე ახალი მერი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად შალამბერიძემ წარადგინა. მერის პირველი სამუშაო დღე გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მან საკადრო ცვლილელებიც დაანონსა.

"საკადრო გადაადგილებები იქნება აუცილებლად. კანონის სრული დაცვით გატარდება ეს", - ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.




რა თანხა დაჯდება ადმინისტრაციულ შენობაში ადაპტირებული გარემოს შექმნა და რა ვადებშია დაგეგმილი ლიფტის მოწყობა, უცნობია.

მანამდე კი ზესტაფონის ახლადარჩეულ მერს, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოსახვედრად თანაგუნდელების დახმარება დასჭირდება. 

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერი 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა.  "ქართული ოცნების"  კანდიდატმა ხმების 50,75% მიიღო. 


ამავე თემაზე:


რა დაპირებები შესრულება მოუწევთ ზესტაფონსა და ჭიათურაში გამარჯვებულ "ოცნების" კანდიდატებს
Print