ვიდეო
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ტერასებით, რომელიც წიგნის კითხვას აუცილებლად მოგანდომებს (ვიდეო)
FaceBook
რა ხდება და როგორ გამოიყურება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგახსნილი საბიბლიოთეკო კორპუსი.

ნახეთ ვიდეო, რომელიც წერეთლის უნივერსიტეტის ახალ ბიბლიოთეკაში გამოგზაურებთ.



ოთხსართულიან შენობაში მოწყობილი ბიბლიოთეკა ღიაა როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

უახლოეს მომავალში იგეგმება უნივერსიტეტის ეზოს მოწყობა. ასევე, შენობისა და ტერასების გამწვანება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2017 წლის იანვარში დაიწყო.

მშენებლობას "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებდა, რომელმაც წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიამ 2 085 265 ლარი მიიღო.

საბიბლიოთეკო კორპუსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის მერიის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.
Print