ვიდეო
დაცულია თუ არა ხანძრისგან ქუთაისში არსებული მუზეუმები? (ვიდეო)
FaceBook
რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში ეროვნულ მუზეუმში ხანძარი გაჩნდა და 20 მილიონამდე ექსპონატი დაიწვა.

რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთოება ქუთაისის მუზეუმებში?

ქუთასში 6 სახელმწიფო მუზეუმია, რომლებიც უნიკალურ ესპონატებს ინახავენ. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს მათი სახანძრო უსაფრთოება.

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი ყველა მუზეუმში ერთი და იგივე მოთხოვნას აყენებს.
მუზეუმთან მიმართებაში უსაფრთოების სტანდარტი გაცილებით მაღალ მოთხოვნას აყენებს, ვიდრე სხვა ობიექტების შემთხვევაში.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ქუთაისის მუზეუმთა ნაწილს შენიშვნები და რეკომენდაციები მიეცათ.

"ცეცხლმაქრების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ ექსპონატი არ დააზიანოს. მთლიანად შენობაში უნდა იყოს გამართული შიდა სახანძრო წყალგაყვანილობის სისტემა, სახანძრო ონკანები. შენობაში უნდა იყოს შემუშავებული ექსპონატთა და მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის გეგმა შენობაში უნდა იყოს ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია კვამლზე ან ტემპერატურაზე, ანუ ხანძრის აღმომჩენი მაუწყებლებით. საგამოფენო დარბაზებში ხანძრის ჩაქრობის წყლის, ან გაზის ავტომატური სისტემები უნდა იყოს განთავსებული - ექპონატები რომ არ დააზიანოს ისეთი. პერონალი უნდა იყოს გადამზადებული. თვეში ერთხლ უნდა ხდებოდეს გადამზადება", - აღნშნა საგანგებო სიტუააციების მართვის სამსახურის, ზედამხედველობის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი კოდალაშვილი.

მისი განმარტბით ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი კომპონენტი მნიშვნელოვანია გამონაკლისის გარეშე. სხვაგვარად სახანძრო უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული.
უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 177 -ე მუხლი.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კანონი მკაცრდება და ჯარიმები ათმაგდება, მათი ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება.

Print