ახალი ამბები
რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოება ქუთაისის ბარ-რესტორნებში? (ვიდეო)
FaceBook
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის  1-ელი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში კვების ობიექტებისა და რესტორნების შემოწმება დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ობიექტებზე შეამოწმებენ რამდენადაა დაცული სახანძრო უსაფრთხოება.

ახალი რეგულაციის თანახმად, კვების ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მინიმუმ სამი კომპონენტი უნდა იყოს დაცული, რაც  ცეცხლმაქრის, 
საევაკუაციო გეგმისა და კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არსებობას გულისხმობს. 

"პირველ ეტაპზე ყველა ობიექტზე გავწევთ კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა მოაწესრიგონ შენობაში სახანძრო უსაფრთხოება,"
- განმარტავენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იმ შემთხვევაში თუ ობიექტის სამჯერ გადამოწმების შემდგომ არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოება, მეპატრონეები დაჯარიმდებიან.

რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოება ქუთაისის ბარ-რესტორნებში და რამდენად არიან მზად რეკომენდაციების შესასრულებლად, ქუთაისიპოსტმა ქალაქის ცენტრში არსებული კვების ობიექტები დაათვალიერა:



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, ჯამში 248 ობიექტი შეამოწმა. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია 66 საკლუბო და გასართობი ცენტრი; 182 სავაჭრო ცენტრი და კომპლექსი.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, დაჯარიმებულია 510 ობიექტი, ხოლო ჯარიმების საერთო ოდენობამ 51 800 ლარი შეადგინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმებულ პერიოდში ჯარიმის ოდენობა 50-დან 200 ლარამდე მერყეობდა.

2018 წლის 1-ელი აგვისტოდან ჯარიმების ოდენობა გაიზარდა და 2000 ლარიდან 5000 ლარამდეა.

Print