ვიდეო
"კატასტროფის ზღვარზეა უკვე მისული ხალხი" - რუბრიკა "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა ადგილობრივ თვითმმართველობას".

რუბრიკა როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს მოიცავს.


რუბრიკის ფარგლებში თვეში ორ მოქალაქეს მიეცემა ორ-ორი წუთი პრობლემებისა და მისთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე განთავსდება, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც ვიდეო ჩანაწერების ჩვენება მოხდება, რომლის შემდეგაც მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დისკუსია გაიმართება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც გაძვირებული მედიკამენტების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს:  

Print