ვიდეო
"საჭმელს ვიკლებ, წამლები რომ ვიყიდო"- თენგიზ ჩომახიძე რუბრიკაში "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას".
რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი პრობლემებისა და მისთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.


რუბრიკის მორიგი სტუმარია ქუთაისში მცხოვრები, ასაკით  პენსიონერი, თენგიზ ჩომახიძე. მისი თქმით, მედიკამენტებზე თითქმის გაორმაგებული ფასის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შეძენას ხშირად ევრ ახერხებს. უმრავლეს შემთხვევაში ექიმის მიერ გამოწერილი დოზის შემცირება უწევს, რადგან, რეცეპტით გამოწერილი ყველა მედიკამენტის საჭირო რაოდენობით შესაძენად,  საკმარისი თანხა არ აქვს.

თენგიზ ჩომახიძეს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ხანდახან ქუჩაში სხვადასხვა ნივთს ყიდის და მედიკამენტების ნაწილს ამ გზით ყიდულობს:

Print