ვიდეო
რა ხდება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ქუთაისის სასტუმროებში (ვიდეო)
FaceBook
მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2015 წელს იგივე მოხდა ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში, მსხვერპლი მაშინ სამი იყო.

ქუთაისისპოსტი დაინტერესდა რამდენად არის სასტუმრო ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული. ამ მიზნით  ქალაქში არსებულ 11 სასტუმროს მივაკითხეთ, საიდანაც კომენტარზე სამი დაგვთანხმდა, ხოლო  ობიექტებში არსებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დათვალიერების ნებართვა მხოლოდ ორ სასტუმროში მოგვცეს: 



მოწმდება თუ არა ქალაქში არსებული სასტუმროები, რა ძირითადი დარღვევები იკვეთება? - ამ სხვა საკითხზე ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან  პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print