ვიდეო
"თუ აუცილებელი არაა, სინათლესაც არ ვანთებ" - ზაურ აბესაძე რუბრიკაში "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს.

რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.

რუბრიკის  სტუმარია ქუთაისში მცხოვრები ზაურ აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ ელექტროენერგიის მაღალი ტარიფის გამო, ხშირად ნათურასაც კი არ ანთებს. მისივე თქმით, ტელევიზორსაც მხოლოდ ინფორმაციის მიღების მიზნით რთავს. გასართობი გადაცემებისთვის კი ელექტროენერგიის დახარჯვა ფუფუნებად მიაჩნია.

Print