ვიდეო
"პენსია არ ეყოფა ამ ზამთარში გაზის გადასახდელს" - "ჩემი ხმა თვითმმართველობას" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" აგრძელებს რუბრიკას - "ჩემი ხმა თვითმმართველობას". რუბრიკა მოიცავს როგორც ვიდეოგამოკითხვებს, ასევე, სადისკუსიო შეხვედრებს.
რუბრიკის ფარგლებში თვეში 2 მოქალაქეს მიეცემა 2-2 წუთი თავიანთი პრობლემებისა და მათთვის საინტერესო საკითხების გასაჟღერებლად.

აღნიშნული ჩანაწერები ვიდეომასალის სახით განთავსდება ქუთაისიპოსტის ვებ-გვერდზე, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში ერთხელ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მხარეების მონაწილეობით, სადაც მოხდება ვიდეო ჩანაწერების ჩვენება, რომლის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე.


ქუთაისში მცხოვრები ნათელა კეკელია მკაცრ ზამთარს შიშით ელდება.

მისი თქმით, ბუნებრივ აირზე გაძვირებეული ტარიფის გამო, ცივი დღეეების გადატანა გაუჭირდება.

ნათელა კეკელია ამბობს, რომ ბუნებრივი აირზე ეკონომიის მიზნით, ზამთარში ოჯხის ყველა წევრი ერთ ოთახში თბება. ახლა კი, გაზრდილი გადასახადის გადახდა კიდევ უფრო გაუჭირდება.

Print