ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე
FaceBook
ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ მედალი მოიპოვა.

ნაკრების ორივე სპორტსმენი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლეა (მწვრთნელი: ნიკოლოზ მიქაუტაძე).

აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში, ორადგილიანი გასაშლელი ნავით, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა.

Print