ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
FaceBook
პოლონეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქუთაისელმა ძალოსანმა ნანა ხორავამ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქალთა ნაკრების წევრმა ნანა ხორავამ 81 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.

მან ატაცში 89/92/95 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ამასთან, ქუთაისელმა ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 110 /114 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამითაც.

Print