ევროპის ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება
FaceBook
ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე, დასასწრები ბილეთების შეძენას გულშემატკივრები 15 აპრილიდან შეძლებენ.

ბილეთების რეალიზაცია 13:00 საათზე დაიწყება და მისი შეძენა UEFA-ს პორტალზე იქნება შესაძლებელი. 

"დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ",- განმარტავენ ეროვნულ ნაკრებში.

საქართველო, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე, F ჯგუფში, 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.


ამავე თემაზე:


„ჯორჯიან ეარვეისმა“ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სპეციალური ავიარეისების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რომელ პორტალზე გაიყიდება ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები - GFF-ის განცხადება

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს



Print