ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
FaceBook
საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

მანამდე საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ლუქსემბურგთან 2:0 მოიპოვა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.


Print