საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გიბრალტარს, დღეს, ქუთაისში უმასპინძლებს
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს, ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის.
თამაში, შენგელია არენაზე, 20:00 საათზე, დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - tkt.ge, ასევე, შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში.

მეორე ტურის მატჩი კი 12 სექტემბერს, კიშინიოვში გაიმართება, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადება 21-წლამდე ნაკრებმა 2 სექტემბერს დაიწყო.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

Print