ქუთაისელი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია
FaceBook
მერი არაბიძემ, ევროპული ჭადრაკის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება მეორედ მოიპოვა.

ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატზე, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. მან 11-დან 8,5 ქულით, პოლონელ ოლივია კიოლბასასთან ერთად პირველობა გაინაწილა და პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აქამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ქართველი ქალებიდან მხოლოდ ნანა ძაგნიძე ფლობდა 2017 წელს.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა სალომე მელიამ. 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე ლელა ჯავახიშვილი გავიდა. 

სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მერი არაბიძე მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია.

Print