ქუთაისელმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ მორიგი რეკორდი დაამყარა
FaceBook
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველიძემ, საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე, მორიგი რეკორდი დაამყარა.

26 ოქტომბერს დუშეთში მიმდინარე ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, 61 კილომდე წონით კატეგორიაში, ატაცში - 137 კილოგრამი, აკვრაში - 165 და ჯამში 302 კილოგრამი დასძლია. აღნიშნული შედეგები ქვეყნის ახალი რეკორდებია.


ჯამში კი, ამ მაჩვენებლით, შოთა მიშველიძემ მის მიერვე წინა წლებში დამყარებულ რეკორდებს 7 კილოგრამით აჯობა.

,,ჩემივე რეკორდი გავაუმჯობესე, როგორც პირადი ისე, საქართველოს მასშტაბით. მოსამზადებლად პანდემიის გამო ორი თვე მქონდა. როგორც წესი ჩვენ მთელი წელი ვვარჯიშობთ და მხოლოდ რამდენიმე დასვენების დღე გვაქვს, მაგრამ ვირუსმა ჩვენ განრიგიცშეცვალა. პერიოდულად გვაქვს შეკრებები. პამნდემიამ სეჯიბრებების ცხრილიც შეგვიცვალა. მინდა ევროპის ჩემპიონიც გავხდე, თუმცა წელს ეს შეჯიბრებაც ვირუსის გამო გდაიდო,"- ამბობს შოთა მიშველიძე.

2019 წელს შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში ორი კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის რეკორდიც მას ეკუთვნოდა.


ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის აპრილში, მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი 2021 წელს გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.