ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური კრიზისის პარალელურად, ინფრასტრუქტურული
პრობლემების წინაშე დგას. კლუბში ბოლო წლებია მასშტაბური
სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.
შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, იმისთვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლოს, ბაზაზე ყველაზე მცირე ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
პროექტის მიხედვით, მოედნის ინფრასტრუქტურა თითქმის
მთლიანადაა შესაცვლელი. უცნობია საიდან მოიზიდავს
კლუბი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები