დღეს, „ტორპედო“ ევროპა ლიგის პლეი - ოფში ბულგარეთის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება
FaceBook
23 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი ოფში ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთის კლუბ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, "ტორპედო" მატჩის საკუთარ მოედანზე მიღებას კვლავ ვერ შეძლებს.

საპასუხო მატჩი კი 30 აგვისტოს, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში შედგება.

ორივე მატჩს გულშემატკივარი  "სილქ უნივერსალის" ეთერით ნახავს.

იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადყოფანს გამოთქვამდა ორივე მატჩი პირდაპირი  ეთერის რეჟიმით გადაეცა, ქუთაისის "ტორპედომ"  მატჩების ტრანსლაციის უფლება სხვა ტელეარხს მისცა. 

მანამდე,  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ წინა შეხვედრის ტრანსლირება, რომელიც "ტორპედოსა" და ალბანურ "კუკესს" შორის 16 აგვისტოს ჩატარდა,  იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ "ტორპედომ" მატჩის სიგნალი უცხოურ  კომპანიას მიჰყიდა.  

ქუთაისის "ტორპედომ"  კი  განაცხდა, რომ ალბანეთიდან სიგნალის შესყიდვაზე ყველა ქართულმა კომპანიამ უარი თქვა.  ამჯერად, კი ტრანსლაციის უფლება "სილქ უნივერსალს" იმიტომ მისცა, რომ მან ორივე მატჩის პირდაპირი ეთერით გადაცემის ვალდებულება აიღო. 

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი ოფში  ისტორიაში პირველად ითამაშებს.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. 


Print