ახალი ამბები
"ვაი, მას, ვინც ხელს შემიშლის" - ლევან როხვაძე "თეატრალური საზოადოების" დამწვარი შენობის აღდგენაზე
FaceBook
ქუთაისში "თეატრალური საზოგადოების" დამწავრი შენობის აღდგენას, მისი თავმჯდომარე, ლევან როხვაძე თავისი ძალებით აპირებს.
მისი თქმით, გასული წლის 9 დეკემბერს, საღარაძის # 12 ში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი, დოკუმენტურად ამ დრომდე არ არის დათვლილი. არც ექსპერტიზის შედეგებია ცნობილი და შესაბამისად, ჯერ არც გამოძიება დასრულებულა.

"თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარე არც საქმის სამართლებრივ პროცესების დასრულებას და არც ფინანსურ დახმარებას ელოდება და შენობის საკუთარი ძალებით აღდგენას აპირებს.

"რამდენი შენობა დაწვეს, იმდენს გაუყიდეს, გააგდეს ან სხვა შეასახლეს. ჩემი შემთხვევა იქნება პრეცენდენტი, რომ მთელი ჩემი ეკონომიკა დაიფერფლა, მაგრამ მაინც აღვადგინე და ვაი, მას, ვინც ხელს შემიშლის. ჩემი სული და გული იყო ის კედლები და არ დავთმობ სანამ ცოცხალი ვარ",-ამბობს ლევან როხვძე.

მისი თქმით, საზოგადოებაში დღემდე არსებობს ეჭვი, რომ შენობაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.

"ეჭვები ჰქონდა ხალხს, კარგი ადგილია და შეგნებულად ხომ არ გააკეთეს, ისე ვერ მოგერეოდნენო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ეჭვებით ვერ ვილაპარაკებ. ისე კი ჩემი დაწვა ძალიან რთულია. მეც დავიწვები შიგნით და მეორედ გამიჩინონ თუ უნდათ ცეცხლი. შესვლით კი მაინც შევალ იქ და შევუდგები მუშაობას",-ამბობს ლევან როხვაძე.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის ჯამური რაოდენობა 68 000 ლარამდეა, რომლის 80% მის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, შესაბამისად, მას ზარალის ანაზღაურების მოლოდინი არ აქვს.

საღრაძის # 12-ში არსებული შენობა "თეატრალურ საზოგადოებას" 1978 წელს არაფორმალურად გადაეცა. საკუთრებასთან დკავშირებულ იურიდიული საკითხებს ლევან როხვაძე ახლა აგვარებს.

პროცედურულად, შენობას ჯერ ეკონომიკის სამინისტრომ საკადასტრო კოდი უნდა მიანიჭოს, რის შემდეგაც ის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. "თეატრალურ საზოგადოებას" კი მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მისი საკუთრებაში დარეგისტრირება.

ამავე თემაზე:


ხანძრის შედეგები - დამწვარი შენობა, განადგურებული არქივი და ინვენტარი (ფოტორეპორტაჟი)

ხანძარი ქუთაისში - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

"ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტება ქუთაისის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე

მწერალთა სახლის შენობას ქუთაისის მერია აუქციონზე გასატანად ამზადებს

Print