ახალი ამბები
იმერული კარამიტის აღდგენილი "რაკარუკი" (ვიდეო)
FaceBook

ლაშას მამამ ასწავლა, მამამისს - ბაბუამ, ბაბუამისს - დიდმა ბაბუამ. პროფესია მემკვიდრეობით თაობიდან თაობას გადაეცემა.


მეკრამიტეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში ხელიდან ხელში გადადის.

ადგილობრივების გადმოცემით, წლების წინ ამ ხელობას თითქმის მთელი თემი ფლობდა. ქმნიდნენ იმერულ კრამიტს და ოჯახებსაც ინახავდნენ.

დრომ ბოლო წლებში ვითარება შეცვალა – ეკონომიკურმა პრობლემებმა სოფელი დააცარიელა და კრამიტის ოსტატებიც გააიშვიათა.

ახლა ბოსლევში საუკუნოვანი გამოცდილების გადარჩენას რამდენიმე ახალგაზრდა ცდილობს. მათი მიზანი მინიმუმ იმერული კრამიტის დამზადების ტრადიციის შენარჩუნება, მაქსიმუმ - პროდუქტის მსოფლიოსთვის გაცნობაა.

,,მე და მამა ბაბუას დავპირდით, რომ მის მიერ გადმოცემულ ცოდნას სხვებს გადავცემდით. ეს არ მავიწყდება. კაცი სიტყვის პატრონი უნდა იყოს, თორემ მოგებაზე საუბარიც ზედმეტია ზოგჯერ“, – ამბობს ბოსლევში დარჩენილი ერთადერთი სახელოსნოს მფლობელი, ლაშა მახათაძე.


ბოსლევში ყველაზე ახალგაზრდა მეკრამიტე მზემოკიდებული, შავგვრემანი, მხიარული ბიჭია.


ლაშა 17 წლისაა და ვიდრე საშუალო სკოლას დაამთავრებს, ცდილობს საქმესა და  განათლებაზე დრო სწორად გადაანაწილოს. გაკვეთილების შემდეგ სოფლის განაპირას, ბაბუის აშენებულ ხის სახელოსნოში მიდის და  კრამიტს საკუთარი ხელით ამზადებს. შეგირდებიც ჰყავს. ცოდნას მეგობრებს მოხალისეობრივ საწყისებზე უზიარებს. ასე გაჩნდა კიდევ სამი ოსტატი სოფელში.





ყველაზე მეტი, 10 000 კრამიტი ლაშამ ორი წლის წინ გაყიდა. მას შემდეგ მხოლოდ პატარა შეკვეთხბზე მუშაობს, - ფაქტობრივად ხელობის გადარჩენაზე. მეკრამიტეები ყვებიან, რომ სახურავს ძირითადად ეკლესიებისთვის და რესტორნებისთვის ყიდულობენ, სახლებს კი სხვა მასალით ხურავენ.

,,ახლა მოდაში ძვირადღირებული ხელოვნური სახურავებია, რომელიც არაფრით სჯობს კრამიტს“, – ამბობენ  ბოსლეველი მეკრამიტეები.

ლაშა და მისი მეგობრები, კრამიტით გადახურული სახლის უპირატესობებზე საუბრისას, ამტკიცებენ, რომ  ასეთი სახურავი  ყველა სხვაზე მეტად  დაცულია.

,,მასში არ აღწევს წვიმა, თოვლი.  ტემპერატურაც ამინდის მიხედვით იცვლება: თუ სიცივეა ეკოსახურავი სახლს სითბოს უნარჩუნებს, ზაფხულში კი პირიქით, სიგრილეს.  კრამიტი ხანგამძლე და ცეცხლმედეგიცაა.  კარგად გაკეთებული კრამიტი საუკუნეებს უძლებს. ამის საიდუმლო მის სწორად გამოწვაშია. ჯერ ერთი, რომ დაინახავ ლამაზია, ბუნებრივია, სუნთქავს“, – ამბობს ლაშას მოწაფე  ბესო.

ბესო ლაშას სახელოსნოში, დანარჩენ ორ მეგობრთან ერთად, მეკრამიტეობას ეუფლება. ახალბედები ფიქრობენ, რომ ცოდნის გაზიარებით სოფელს ბევრი ოსტატი ეყოლება.




 

ეს  სოფელში ხალხს დააბრუნებს და ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად,  განვითარებასაც მოუტანს.

,,ვაკვირდები, რომ თანდათან ფასდება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტები საქართველოში და, ალბათ, ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. იქამდე ჩვენ შევინახავთ ბაბუების დანატოვარ ტრადიციებს,“ – ამბობს ლაშა მახათაძე.


ლაშამ პროფესია უკვე აირჩია. სირთულეების მიუხედავად, არ აპირებს ბაბუაზე მიცემული სიტყვა გატეხოს და როცა სკოლას დაამთავრებს, ან საქმე მიატოვოს, ან სოფელი. ახლა მთავარი მისია აქვს შესასრულებელი: რაც შეიძლება მეტი თანატოლი დააოსტატოს მეკრამიტის საქმეში.



ავტორები: ანა ჯანაშია, ლანა კოკაია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.