სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განახორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში22 სექტემბერს შევიდა.

ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევები პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და რისკების მუდმივი შეფასებისათვის საპოლიციო ძალების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი ჩატარების ორგანიზებას.

წელს, პირველად, შს მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე, პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას, მათ შორის, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.

კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ:

საქართველოს ორგანული კანონის - "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 59-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ტერიტორიული ჯგუფების მართვაში არსებული საპოლიციო ძალების მეშვეობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განახორციელებას, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას.
ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.