სამართალი
სახეზეა არაადამიანური მოპყრობა - ქუთაისში მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
FaceBook
20 საათიანი დაკავების შემდეგ ჩოგოვაძე ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ქუთაისში საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ. კახაბერ ჩოგოვაძე საპატრულო პოლიციამ 20 საათის წინ ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დააკავა და იმერეთის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაიყვანა. (ჩოგოვაძე ნარკოტიკის მოხმარებისთვის წარსულშიც იყო დაკავებული ადმინსიტრაციული წესით).
ადვოკატის აკაკი ჯანელიძის ინფორმაციით, კახაბერ ჩოგოვაძემ უარი განაცხადა ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებაზე. დაკავებიდან 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლებული ჩოგოვაძე პოლიციამ სულ რამდენიმე წუთში თავიდან დააკავა და ისევ მოთხოვა ნარკოლოგიურ თრობაზე ლაბორატორიული და კლინიკური კვლევის ჩატარება, რაზეც დაკავებულმა პირმა კვლავ უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაირღვა კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომლის თანახმად "არავინ არ არის ვადლდებული მისცეს მის წიანააღმდეგ მამხილებელი ჩვენება", - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატის ინფორმაციით 20 საათიანი დაკავების შემდეგ ჩოგოვაძე ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვენეს, სადაც უტარდება სამედიცონო კვლევები. "როგორც კი სამედიცინო შემოწმება დასრულდება, ისევ გადაიყვანენ ნარკოლოგიურ თრობაზე შეასამოწმებლად და თუკი ისევ უარს იტყვის,  კვლავ დააკავებენ", - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატი ადამიანის უფლებების დარღევასა და არაადამიანურ მოქცევაზე მიუთითებს.
"კახაბერ ჩოგოვაძე უკვე 20 საათია ბორკილდადებული იმყოფება. სახეზეა დამამცირებელი და არაადამიანური მოქცევა. ადამიანი 20 საათის განმავლობაში ვერ იკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს", - აღნიშნავს ჯანელიძე.
კახაბერ ჩოგოვაძის დაკავებაზე შსს-ში აცხადბენ, რომ შეუძლიათ მიმართონ გენერალურ ინსპექციას, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.