სამტრედიის სოფელ დაფნარში
მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის
7 აგვისტოს დაასრულა.
თვითმკვლეობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.
მომხდარის შემდეგ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი
პოლიციას ჩაბარდა.
მთავარმა პროკურატურამ სამტრედიის რაიონული
სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29
აგვისტოს წაუყენა.სამტრედიელი პოლიციელის საქმეზე
გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ამავე თემაზე:
დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა
გამოცხადდება
დემურ
სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა
შეეფარდა
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.
მასალის გამოყენების პირობები