სამართალი
ქუთაისელმა ჟურნალისტმა მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ საქმე წააგო
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ, დალი ბარაბაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლემ, მანანა ნიკაჭაძემ, დალი ბარაბაძეს საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" კორესპონდენტის თანამდებობაზე აღდენაზე უარი უთხრა.

მოსამართლის თქმით, დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ  სადაო განცხადების კანონიერების დადგენა, რაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებდა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე შუუძლებელია.

სასამართლომ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ ეპარქიის მიერ გამოცემულ ბრძანებაში არ არის მითითებული ბრძანების ნომერი და გათავისუფლების საფუძველი. ამის მიუხედავად, დალი ბარაბაძეს ბრძანების გაბათილებასა და სამსახურში აღდგენაზე უარი ეთქვა.

"ბრძანება არ არის სწორად გამოცემული, კერძოდ, არ არის მითითებული ბრძანების ნომერი და საფუძველი, მაგრამ საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს მის კანონიერებაზე", - განაცხადა პროცესზე  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,  მანანა ნიკაჭაძემ.

პროცესზე მხარეებმა 6 შუამდგომლობა დააყენეს. ბრალდების მხარე პროცესის გადადებას ითხოვდა.

დაცვის მხარემ კი,  საქმის ხანდაზმულობის გათვალისწინებით,  საქმისწარმოების შეწყვეტა და ეპარქიის წარმომადგენელთა მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა,  თუმცა, სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით მხარეების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ჟურნალისტი დალი ბარაბაძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული რადიო "ივერიიდან"  2007 წელს გაათავისუფლეს. პროცესს წინ დალი ბარაბაძისა და მეუფე კალისტრატეს დაპირისპირება უძღოდა,  რისი მიზეზიც, დალი ბარაბაძის მიერ ერთ-ერთ გაზეთში მეუფის შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი მასალა გახდა. მეუფე კალისტრატეს თქმით, ჟურნალისტი პუბლიკაციაში მას ცილს სწამებდა.

ამ დროს დალი ბარაბაძეს საპატრიარქოს სახელით უკვე დაარსებული ჰქონდა ახალი რადიო "კვალი ნათელი", რომელიც, 3 წლის განმავლობაში ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა. დალი ბარაბაძე აცხადებს, რომ რადიო საპატრიარქოს სახელით მაუწყებლობდა და მას ლიცენზია არ ესაჭიროებოდა.

დაცვის მხარე კი, დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად, სწორედ ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობის განხორციელებას ასახელებს და ჟურნალისტთან დაპირისპირებას გამორიცხავს.

საქმის მასალებიდან  ირკვევა, რომ მეუფე კალისტრატეს ბრძანებით,  რადიო "კვალი ნათელის" კანონიერების შესწავლის მიზნით,  კომისია რადიოს დაარსებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეიქმნა. კომისიამ კი დაასკვნა, რომ დალი ბარაბაძე რადიომაუწყებლობას უკანონოდ ახორციელებდა, რის გამოც, იგი სამსახურიდან გათავისუფლდა.  მეუფე კალისტრატემ პროცესზე განაცხადა, რომ დალი ბარაბაძე მას ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა, რომ ლიცენზია ჰქონდა.

დალი ბარაბაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას  აპირებს.

მან უკვე წააგო იმავე საქმეზე, თუმცა, სხვა გარემოებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული დავა, თუმცა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

აღნიშნული სარჩელის მიხედვით,  დალი ბარაბაძე მეუფე კალსიტრატესგან 8 000 ლარის დაბრუნებას და სახელფასო დავალიანების 7 140 ლარის ოდენობით ანაზღაურებას ითხოვდა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.