სამართალი
რატომ დააკავეს დეპუტატი – რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმის შოთა გვენეტაძისა და მეგობრის, შიო ჯანელიძის პროცესი, რომელიც თითქის 3 საათი გაგრძელდა,  სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებით დასრულდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამის საფლავის სავარაუდო მძარცველის ცემის ფაქტზე დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებას და ბრალდებულების 10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლებას ითვალისწინებდა.

პროცესი დანიშნულ დროზე (11:00 საათი) 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც ხალხმრავლობა იყო. 

ბრალდებულების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად პროცესის დაწყებას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზთან ელოდებოდნენ. 

პროცესი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარდგენით დაიწყო.

საქმის პროკურორის ნათია კიკვაძის მტკიცებით, მიმდინარე წლის 5 იანვარს, ლაშა გვენეტაძე, მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად ტყაბლაძის ქუჩაზე შეხვდა მისი ვარაუდით მამის საფლავის გაძარცვაში ეჭვმიტანილ პირს მ.დ.–ს. მათ მ.დ.–ს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ავტომობილში ჩაისვეს, რის შემდეგაც ლაშა გვენეტაძემ ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, დაშინების მიზნით შუბლზე მიადო მ.დ.–ს და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა პირი ლაშა გვენეტაძის ძმის, შიო გვენეტაძის კუთვნილ ბინაში, ნიკეას ქუჩაზე გადაიყვანეს. მათ მ.დ.–ს პლასტმასის ღვედით შეუკრეს ხელები, რა დროსაც შიო გვენეტაძემ იმავე იარაღი პირში ჩაუდო მ.დ.–ს და განუმარტა, რომ მანამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე მოპარული ნივთის ადგილსამყოფელს არ იტყოდა. პროკურორის თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილს ბრალდებულები 45 წუთის განმავლობაში სცემდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იგი აღნიშნული ნივთის დაბრუნებას დაჰპირდა.

პროკურორის თქმით, მოგვიანებით, როცა უკვე ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, საქმეში დაზარალებულად ცნობილ მ.დ.–ს ჩვენების შესაცვლელად 5000 ლარი მესამე პირის საშუალებით შესთავაზეს.

ბრალდების მხარის თქმით, მიმდინარე წლის 11 იანვარს, ლაშა გვენეტაძემ გამოძიებისთვის უცნობ პირს ტელეფონზე საუბრისას უთხრა, რომ საბუთებს ამზადებდა საელჩოში შესატანად. აღნიშნული ფაქტი პროკურატურამ ლაშა გვენეტაძის მიერ მიმალვის საფრთხედ მიიჩნია, რის საფუძველზეც მისი პატიმრობა მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურორ ნათია კიკვიძის თქმით, ბრალდებულს ქუთაისის საკრებულოში მისი თანამდებობის გათვალისწინებით აქვს კარგი კავშირები, რასაც იგი სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებისთვის გამოიყენებს.

პატიმრობის მოთხოვნის საკმარის საფუძვლად მიმალვის საფრთხე დაასახელა პროკურატურამ დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართაც.

აღნიშნულ არგუმენტებს უსაფუძვლო უწოდეს დაცვის მხარის ადვოკატებმა.

"ჯამების ქურდის ჩვენებას ენდობა პროკურორი. ყველამ იცის  მისი წარსული, რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ყოველთვის ჯამების ქურდობაზე. ერთი ასეთი პირის გამო სამი ადამიანი უნდა ჩაჯდეს ციხეში? - განაცხადა ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა და მოსამართლეს საქმეში დაზარალებულად ცნობილის მიმართ სხვადასხვა დროს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ასლები გადასცა.

მისივე თქმით, პროკურორი საქმის მიმართ ტენდენციურია, რადგან მან სხდომაზე დაზარალებულის წარსულის შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა, რადგან ეს მის ინტერესში არ შედიოდა.

"ერთ თვეში ვერ შეკრიბა ბრალდების მხარემ ის ინფორმაცია, რაც მე ბოლო ორ დღეში მოვიძიე. გასაგებია, რატომ მოხდა ასე. ეს მას არ აწყობს", - განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

შემაჯამებელ სიტყვაში პროკურორმა ნათია კიკვაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარის ადვოკატებმა კონკრეტული ფაქტებით ვერ ისაუბრეს და მათი გამოსვლა მხოლოდ ემოციებზე იყო აგებული.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდების ნაწილში დუმილის უფლებას იყენებენ თავად ბრალდებულები.

პროცესზე შოთა გვენეტაძემ და შიო ჯანელიძემ სიტყვის უფლება საერთოდ არ გამოიყენეს. ლაშა გვენეტაძემ კი მისი დაკავებისა და სახლის ჩხრეკის დროს გამომძიებლების არაპროფესიონალიზმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არათუ მიმალვას აპირებს, არამედ, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"სახლის ჩხრეკის დროს, მე თავად შევთავაზე გამომძიებლებს ჩემი ავტომობილის დათვალიერება. ვაჩვენე ის ტანსაცმელიც, რაც იმ დღეს მეცვა. რაც შეეხება იარაღს, მე სიხარულით ველოდები ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ეწერება, რომ ის იარაღი დიდი ხანია არავის გამოუყენებია", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, იგი თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

ბრალდებულების მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის არგუმენტად გამოიყენა დაცვის მხარემ 2017 წლის 27 იანვარს ლაშა გვენეტაძისა და კიდევ ორი ბრალდებულის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, თუმცა, ბრალდების მხარემ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

პროკურორი ნათია კიკვაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათ მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ შეიტყვეს. ჩვენების მიცემა კი გამოძიების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ პატიმრობაში მყოფები ქვეყნას არ დატოვებენ, დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულების პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება შესთავაზა. ასევე, მათივე თქმით, ბრალდებულები პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისი სიხშირით გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოში. ამასთანავე, ადვოკატებმა პროცესზე ლაშა გვენეტაძის სამსახურებრივი დახასიათება და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერები პირად პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან.

საბოლოოდ, დაცვის მხარის არგუმენტები სასამართლომ არ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის მიერ განჩინების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების ახლობლებმა განჩინება უსამართლოდ მიიჩნიეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

უკვე ცნობილია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე.

ბრალდებულების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 30 მარტსაა ჩანიშნული.

არსებული ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი მიმდინარე წლის დასაწყისში გაძარცვეს. საფლავიდან წაღებულია ბრინჯაოს ბარელიეფი.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართან  ერთად მ.დ.  სწორედ მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა. თავად ქურდობის ფაქტზე კი დაწყებულია ძიება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. 

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ლაშა გვენეტაძეს,
სამსახურებრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში.

უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.
12:00 / 18.09.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

სამტრედიის ბაღებში ცხენის
ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს, 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ
გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
16:25 / 17.07.2019

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად ქუთაისში ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
2020 წელს, საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" თანამშრომლები, ა.შ.შ.-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული GMPP პროგრამის ფარგლებში გაცვლითი ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრებიან.
"დაბოქლომების" აქცია  ხარაგაულში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის ბიუროსთანაც გაიმართა,
ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ მარკოიძეს, მოსამართლემ სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.