სამართალი
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 8 თებერვალს გაიმართება
FaceBook
სამტრედიის სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 8 თებერვალსაა ჩანიშნული.
პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. ასევე დაიკითხებიან მოწმეები.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის ადვოკატის, აკაკი ჯანლიძის განმარტებით, ჯერ არ იცის რა კონკრეტულ შუამდგომლობას დააყენებს პროცესზე დაცვის მხარე.

ბრალდების მხარეს, დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას ადვოკატი არ ჰყავს. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოკვლეულმა მასალებმა იგი გოდერძი თევზაძის უდანაშაულობაში დაარწმუნა.

გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი  11 საათზეა ჩანიშნული.

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის 7 აგვისტოს დაასრულა.

გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში იგი წერდა, რომ მასზე სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანაშრომელი, გოდერძი თევზაძე მორალურად და ფიზიკურად ძალადობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია
გამართა.
14:06 / 19.04.2024

„ქუთაისიპოსტმა“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია-დისკუსია გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.