სამართალი
ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბერში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები.

გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ რ-მ. ასევე 2016 წლის 22 სექტემბერს უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.